ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოლუმბიელმა მეამბოხეებმა ამერიკის მოქალაქე გაათავისუფლეს


სკოტ სუტეი დღეს დილით კოლუმბიის წითელი ჯვრის ორგანიზაციას გადასცეს

კოლუმბიელმა მეამბოხეებმა ივნისში დატყვევებული ამერიკის მოქალაქე გაათავისუფლეს. კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალების - იგივე ფარკის - წევრებმა სკოტ სუტეი დღეს დილით კოლუმბიის წითელი ჯვრის ორგანიზაციას გადასცეს. სუტეი ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილი წევრი იყო.
კოლუმბიის წითელი ჯვრის კომიტეტის თავმჯდომარე იორდი რაიჩის თქმით:
„ამერიკის მოქალაქის გათავისუფლება დღეს დილით დაახლოებით 8:30 დაიწყო. ის გუავიარეს რეგიონიდან ვერტმფრენით ბოგოტაში გადაიყვანეს.“
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ კოლუმბიის მთავრობას მადლობა გადაუხადა „დაუღალავი ძალისხმევისთვის,“ რომელიც თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა.
XS
SM
MD
LG