ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელისუფლებლო ძალების და მეამბოხეთა ლიდერების გადაწყვეტილებით, კოლუმბიაში დღეიდან სამშვიდობო შეთანხმება ამოქმედდა. წარმატების შემთხვევაში, ის თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ კონფლიქტს დაასრულებს.

მარქსისტ რევოლუციონერებს და მთავრობის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება კუბის დედაქალაქ ჰავანაში ბოლო 4 წლის მანძილზე მიმდინარეობდა. მათ შორის დაპირისპირება კი ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს ითვლის. კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი ამბობს, რომ ჯარი დღეიდან იარაღს დადებს. ამბოხებულთა მეთაურები მიღებული შეთანხმების რატიფიცირებისთვის სექტემბერში კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან.

XS
SM
MD
LG