ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიციამ ეჭვმიტანილი ტრაგედიიდან რამდენიმე წუთში, კინოთეატრის ავტომობილების სადგომზე დააპატიმრა

დენვერის გამნაღმველთა განცხადებით, ისინი კინოთეატრის მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილის სახლში შესცვლას, დღეს კვლავ შეეცდებიან.
მომხდარ ტრაგედიას 12 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 70 , თერთმეტი კი ამ დრომდე კრიტიკულ მდგომაროებაშია.

ოფიციალური ინფრომაციით, მვკლელობაში ეჭვმიტანილი 24 წლის ჯეიმს ჰოლმსი კინოთეატრში, ფილმის ჩვენების დროს, ნიღბით შევიდა და დარბაზში მსხდომ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა . პოლიციამ იგი რამდენიმე წუთში კინოთეატრის ავტომობილების სადგომზე დააპატიმრა.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დღევანდელ გამოსვლაში ღრმა მწუხარება გამოთქვა მომხდარი ტრაგედიის გამო და დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა.
XS
SM
MD
LG