ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯეიმს ჰოლმსი სასამართლოს წინაშე წარსდგა


ჯეიმს ჰოლმსი სასამართლოზე ბალისტიკური ჟილეტით მიიყვანეს
ჯეიმს ჰოლმსი სასამართლოზე ბალისტიკური ჟილეტით მიიყვანეს
კოლორადოს შტატის ქალაქ ავრორაში კინოთეატრში მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჯეიმს ჰოლმსი დღეს სასამართლოს წინაშე პირველად წარსდგა. ფილმის „ბნელი რაინდის აღზევება“ პრემიერაზე ჰოლმსმა 12 ადამიანი მოკლა და 58 დაჭრა. ინციდენტის გამოძიება გრძელდება.

ჰოლმსი პარასკევის შემდეგ სხვა პატიმრებისგან იზოლირებულ წინასწარი დაკავების საკანშია მოთავსებული. ის პოლიციამ ინციდენტის ადგილზე, კონოთეატრის ავტოფარეხში დააკავა.

პრეზიდენტი ბარაკ ობამა დაღუპულთა ოჯახის წევრებს შეხვდა. მისი თქმით:
„მე მათ ვუთხარი, რომ სიტყვები ყოველთვის არა-ადექვატურია ასეთ სიტუაციებში. მაგრამ მათთან შეხვედრისას, ჩემი დანიშნულება ის იყო, რომ მთელი ქვეყნის სახელით მათთვის მეთქვა, რომ ჩვენ მათზე ვფიქრობთ და ასეთი თანადგომით იქნებ სევდა ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ.“
XS
SM
MD
LG