ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოლუმბიის პრეზიდენტი ზავს აგრძელებს


კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა განაცხადა, რომ გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადას, რომელიც მარქსისტ მეამბოხეებთან დადო.

თავდაპირველ ზავს კოლუმბიის მთავრობასა და კოლუმბიის რევოლუციურ შეიარაღებულ ძალებს (იგივე ფარკი) შორის ვადა ოქტომბრის ბოლოს გასდის.

“გადავწყვიტე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 31 დეკემბრამდე გავაგრძელო. ეს არის არა ულტიმატუმი ან ვადა, არამედ იმედი იმისა, რომ საბოლოო შეთანხმების პროცესი მანამდე დასრულდება,” განაცხადა სანტოსმა.

პრეზიდენტმა ეს განცხადება მომიტინგეებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომლებიც ზავის დადებას მოსახლეობის სურვილის წინააღმდეგ ითხოვენ.

კოლუმბიაში ჩატარებული რეფერენდუმის თანახმად, ფარკთან ცეცხლის შეწყვეტას ქვეყნის 50.2 პროცენტი ეწინააღმდეგება.

XS
SM
MD
LG