ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, დემოკრატი ჰილარი კლინტონი ამბობს, რომ ბოლო კვირის განმავლობაში დროის წიგნთან და ძაღლთან გატარების გარდა სხვა არაფერი სურდა.

არჩევნებში დამარცხების შემდეგ ვაშინგტონში ის პირველად წუხელ გამოჩნდა.

მან ბავშვთა დაცვის ფონდის მიერ გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობ, სადაც პატივი მიაგეს ხუთ ახალგაზრდას, რომლებიც ცხოვრებაში გადამხდარი ტრაგედიის მიუხედავად სანიმუშო სტუდენტები გახდნენ.

კლინტონმა განაცხადა, რომ ამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლა ადვილი არ ყოფილა, მაგრამ ამ ხუთ ახალგაზრდას არასდროს დაუკარგავს იმედი ძალადობის, სიღარიბის და მიტოვების მიუხედავად.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG