ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი და კლინტონი ერთმანეთს აკრიტიკებენ


პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკელ ხალხს „დიდი გული აქვს, მაგრამ ლტოლვილების მიღებას ვერ გარისკავს.“

ამ თემაზე ტრამპმა გუშინ ვირჯინიის შტატში მხარდაჭერებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

ტრამპმა დემოკრატი მეტოქე ჰილარი კლინტონის ლტოლვილებისადმი მიდგომები გააკრიტიკა: „მას სურს 650 პროცენტით გაზარდოს ქვეყანაში სირიელი და ახლო-აღმოსავლეთიდან წამოსული ლტოლვილების რაოდენობა. ისედაც ათასობით ლტოლვილი შემოუშვა ქვეყანაში ობამამ ისე რომ არც კი ვიცით საიდან მოდიან ისინი.“

ამის საპასუხოდ კლინტონმა ტრამპის მიერ ტერორისტების წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე გაკეთებული განცხადება გააკრიტიკა.

„ზერელედ ეკიდება ბირთვული იარაღის საკითხს. მას არ ესმის რატომ არ იყენებენ ქვეყნები ბირთვულ იარაღს. ის დაუჯერებელ განცხადებებს აკეთებს,“ თქვა კლინტონმა.

XS
SM
MD
LG