ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონის და ტრამპის რეიტინგებს შორის სხვაობა მცირდება


2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

მას შემდეგ რაც, FBI-მ ხელახალი გამოძიება დაიწყო კლინტონის მიერ პირადი ფოსტის სამსახურეობრივი საქმიანობისთვის გამოყენების თაობაზე და ამის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთა, ჰილარი კლინტონის რეიტინგმა იკლო. ABC/Washington Post-ის კვლევის მიხედვით, ჰილარი კლინტონს დონალდ ტრამპმა 1 პროცენტით გაუსწრო, თუმცა სხვაობა ცდომილების ზღვარში ექცევა. კლინტონი დაახლოებით ექვსი პროცენტით უსწრებდა ტრამპს გასულ კვირას მანამ სანამ FBI-ის დირექტორი ჯეიმ კომი განცხადებას გააკეთებდა.

კლინტონის თქმით FBI-ს დირექტორის განცხადება „ორმაგი სტანდარტის“ მაჩვენებელია და „პოლიტიკურად მოტივირებულია“.

FBI-ს თქმით საქმე ეხება კლინტონის თანაგუნდელს და დამხმარეს ჰუმა აბედინთან და მის ქმართან (ფიგურის, რომელიც ბევრ სკანდალში გაეხვა კარიერის მანძილზე), ანტონი ვინერთან გაცვლილ ელექტრონულ მიმოწერას.

კლინტონმა მოუწოდა გამოძიების ფედერალურ ბიუროს, უფრო მეტი დეტალები გაასაჯაროოს გამოძიების გარშემო.

XS
SM
MD
LG