ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატების დონალდ ტრამპის და ჰილარი კლინტონის პოლიტიკურ შეხედულებებში განსხვავებები დიდია. ასევე დიდია სხვაობა მათ მიერ მოძიებულ საარჩევნო დაფინანსებაში.

სამშაბათს ფედერალურ საარჩევნო კომისიაში გაგზავნილი დოკუმენტაციის თანახმად, ჰილარი კლინტონმა აგვისტოში 60 მილიონი დოლარი მოიძია, დონალდ ტრამპმა კი 42 მილიონი. ასევე აგვისტოში, ჰილარი კლინტონმა, ტრამპთან შედარებით, საარჩევნო კამპანიაზე 20 მილიონით მეტი დახარჯა.

მას შემდეგ, რაც კლინტონი და ტრამპი საკუთარი პარტიების ნომინატები გახდნენ, კლინტონმა ტრამპთან შედარებით 200 მილიონი დოლარით მეტი დახარჯა.

ასევე დიდია განსხვავება კანდიდატების მიერ მთლიანი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მოძიებულ თანხებში. კამპანიის დაწყებიდან კინტონმა 386 მილიონი დოლარი მოიძია, ტრამპმა კი 170.

XS
SM
MD
LG