ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონის გამოსვლის შეფასებები


როგორც მოსალოდნელი იყო, ჰილარი კლინტონის მიერ დემოკრატების ეროვნულ კონვენციაზე წარმოთქმულმა სიტყვამ დემოკრატებში დიდი მოწონება, კონკურენტ რესპუბლიკელებში კი კრიტიკა გამოიწვია.

„ძალიან შთამბეჭდავი და ემოციური გამოსვლა ჰქონდა მომავალ პრეზიდენტს,“ - ასე შეაფასა საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსვლა ამერიკის პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ.

„არაჩვეულებრივი სიტყვა. მან გამოცდა გაიარა. ის მზად არის. ის არასდროს წყვეტს ბრძოლას,“ - ასეთი იყო პრეზიდენტ ობამას გამოხმაურება ტვიტერზე.

„არაჩვეულებრივი საღამო იყო. თუ აქამდე ვინმემ არ იცოდა ვინ არის ჰილარი კლინტონი, ახლა ყველა კარგად ხვდება როგორი არაჩვეულებრივი ადამიანია ის,“ უთხრა „ამერიკის ხმას“ ნიუ-იორკელმა დელეგატმა სილდა ვოლც სპიცერმა.

დონალდ ტრამპის პოლიტიკურმა მრჩეველმა სტივენ მილერმა კი კლინტონის გამოსვლას „კლიშეებით სავსე და შეურაცხმყოფელი“ უწოდა კლინტონის სიტყვას.

ვირჯინიის უნივერსიტეტის პოლიტიკის ცენტრის პროფესორის კაილ კონდიკის შეფასებით კი კლინტონის სიტყვაში ყველაზე ძლიერი ტრამპის კვალიფიკაციაზე იერიშს მიტანა იყო.

XS
SM
MD
LG