ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი საარჩევნო კამპანიას ხუთშაბათს დაუბრუნდება


პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონი საარჩევნო კამპანიას ხუთშაბათს დაუბრუნდება. ჯანმრთელობის გაუარესების გამო კლინტონმა კამპანია დროებით მას შემდეგ შეწყვიტა, რაც კვირას, ნიუ-იორკში, 11 სექტემბერს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიების დატოვება მოუხდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა პრეზიდენტობის კანდიდატს პარასკევს ფილტვების ანთება დაუდგინდა, რასაც ის ანტიბიოტიკებით მკურნალობს.

ავადმყოფობის დროს კლინტონის ნაცვლად საარჩევნო შეხვედრები ფილადელფიაში პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამართა.

კლინტონის საარჩევნო შტაბი აცხადებს, რომ კლინტონი კამპანიას ხუთშაბათს ჩრდილოეთ კაროლინის შტატში განაახლებს, სადაც ის ქალაქ გრინსბოროს ამომრჩევლებს ხვდება.

XS
SM
MD
LG