ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საარჩევნო კამპანიას ორი დღით წყვეტს.

საარჩევნო კამპანიის სპიკერმა გუშინ განაცხადა, რომ გადაიდება კალიფორნიაში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც კლინტონს ეკონომიკაზე უნდა ესაუბრა.

საარჩევნო შტაბის ცნობით, კლინტონი პარასკევს ექიმმა გასინჯა და მას ფილტვების ანთება დაუდგინდა. ექიმებმა მას ანტიბიოტიკები გამოუწერეს და დასვენება ურჩიეს.

დიაგნოზი საჯარო კვირას გახდა, როცა ნიუ-იორკში, 11 სექტემბრის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე ის შეუძლოდ გახდა და ღონისძიება დაცვის თანამშრომლების დახმარებით დატოვა.

68 წლის კანდიდატი მოგვიანებით შვილის, ჩელსი კლინტონის ბინიდან გამოვიდა და ჟურნალისტს უთხრა, რომ თავს კარგად გრძნობს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG