ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი დღეს საარჩევნო მარათონს უბრუნდება


ჰილარი კლინტონი დღეს საარჩევნო მარათონს დაუბრუნდება და ამომრჩეველს ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ გრინსბოროში შეხვდება. კლინტონმა სამ-დღიანი შესვენება აიღო მას შემდეგ, რაც ექიმებმა მას ფილტვების ანთება დაუდგინეს და 11 სექტემბრის 15 წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონიიდან შვილის, ჩელსის სახლში გადაიყვანეს ნიუ იორკში. კლინტონის ექიმმა გუშინ გამოაქვეყნა დასკვნა, რომ ის სრულად ჯანმრთელია პრეზიდენტად იმსახუროს. გუშინვე, ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა სატელევიზიო გადაცემაში დონალდ ტრამპმაც. მისი კამპანია აცხადებს, რომ სრულ სამედიცინო ანგარიშს ის მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

XS
SM
MD
LG