ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განახლებული კატარღა


სამშაბათს, სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოს სანაპირო დაცვის ახალი კატარღის დემონსტრირების ცერემონიალს დაესწრო. კატარღა საბჭოთა დიზაინის იყო და მისი განახლება სახელმწიფო დეპარტამეტის სპეციალური პროგრამის ფონდებით მოხდა. აღდგენილი კატარღა 21-ე საუკუნის სტანდარტებს შეესაბამება და საქართველოს სანაპირო დაცვის ეფექტურად განხორციელებაში დაეხმარება. ეს უკვე „გრიფის“ ტიპის მეორე კატარღაა, რომელიც შეერთებული შტატების დახმარებით აღდგა. ამავე პროგრამით კიდევ ორი კატარღის აღდგენა მიმდინარეობს. საბოლოოდ საქართველოს სანაპირო დაცვას ოთხი ერთეული მაღალი კლასის სანაპირო დაცვის კატარღა ეყოლება.

XS
SM
MD
LG