ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მას შემდეგ, რაც მთავარი პროკურორი ლორეტა ლინჩი დაეთანხმა გამოძიების ფედერალური ბიუროს რეკომენდაციას, რომ ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალი არ უნდა იყოს წაყენებული, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა შიდა გამოძიება განაახლა.

გამოძიება გამოიკვლევს, დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატი კლინტონი და მისი მთავარი თანაშემწეები საიდუმლო ინფორმაციას წესების დარღვევით მოექცნენ თუ არა, როცა კლინტონი პრეზიდენტ ობამას სახელმწიფო მდივანი იყო.

რესპუბლიკელები და მათ შორის, კლინტონის მეტოქე დონალდ ტრამპი ირწმუნებიან, რომ კლინტონი სისხლის სამართლებრივ დევნას პოლიტიკური გავლენის წყალობით გადაურჩა.

XS
SM
MD
LG