ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის ეკონომიკის გადამწყვეტი ეტაპი


ჩინეთის ეკონომიკის გადამწყვეტი ეტაპი
ჩინეთის ეკონომიკის გადამწყვეტი ეტაპი

ჩინური ეკონომიკის ზრდის მიუხედავად მსოფლიო ბანკს მიაჩნია, რომ განვითარება მდგრადი ვერ იქნება, თუკი ქვეყანა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისთვის აუცილებელ რეფორმებს არ განახორციელებს.

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა რობერტ ზელიკმა დღეს განაცხადა, რომ უკანასკნელი ანგარიშის მიხედვით, რომლის შემუშავებაში ბანკთან ერთად ჩინელი ექსპერტებიც იღებდნენ მონაწილეობას, ჩინური ეკონომიკა ამჟამად გადამწყვეტ ეტაპზეა. სახელმწოფო კუთვნილებაში მყოფი საწარმოების რაოდენობა უნდა შემცირდეს და მეტი სივრცე კერძო კომპანიებს დაეთმოს. ამას გარდა მთავრობა მოვალეა ფერმერების დახმარებაც გაზარდოს, რომელთა საქმე ურბანული დასახლებებისკენ მასობრივი მიგრაციის გამო დიდი რისკის ქვეშ იმყოფება.

პრეზიდენტი ზელიკი მოხსენებით ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გამოვიდა. მისი თქმით კვლევა, რომლის საფუძველზეც აღნიშნული ანგარიში მომზადდა, ჩინეთის ხელისუფლების, კერძოდ კი ვიცე-პრეზიდენტის ში ჯინპინგის დიდი მხარდაჭერით ჩატარდა.

XS
SM
MD
LG