ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების მაღალი რანგის დიპლომატი აცხადებს, რომ ცენტრალურ აზიაში სტაბილურობა ხშირად იმას ნიშნავს, რომ რეგიონი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში არ ექცევა. ამერიკის მომდევნო პრეზიდენტმა კი ამ რეგიონის მნიშვნელობა უნდა განმარტოს, ამბობს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დენიელ როზენბლუმი.

მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი სახელმწიფო დეპარტამენტისთვის საინვესტიციოდ საინტერესო რეგიონი იქნება.

“ჩვენ გვსურს სტაბილურობა. ჩვენ გვსურს ამ ქვეყნებში უსაფრთხოება და რომ ეს ქვეყნები არ იქცნენ ტერორიზმის სამოთხეებად, რისი მომსწრენიც ჩვენ 90-იანი წლების ავღანეთში გავხდით. არ გვინდა იგივე სცენარი ცენტრალურ აზიაში განვითარდეს,” განაცხადა როზენბლუმმა “ამერიკის ხმის” უზბეკურ რედაქციასთან საუბრისას.

უსაფრთხოებასთან ერთად, მისი თქმით, შეერთებული შტატების პრიორიტეტში შედის რეგიონში ეკონომიკური წარმატება, ვაჭრობის დ აინფრასტრუქტურის განვითარება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG