ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალფრიმ ცურვა შეწყვიტა


ოკეანის ძლიერმა დინებამ პენის სურვილის ასრულებაში ხელი შეუშალა

პენი პალფრი მოცურავე ქალბატონია, რომელიც კუბიდან ამერიკაში ყოველგვარი დახმარების გარეშე გაცურვას გეგმავდა. პალფერმა დღეს გამოაცხადა, რომ მარათონი შეწყვიტა და წყლიდან ამოვიდა.

49 წლის მოცურავეს საკუთარი რეკორდის მოხსნა სურდა, ოკეანეში დახმარების გარეშე ყველაზე გრძელი მანძილის დაფარვით. თუმცა ოკეანის ძლიერმა დინებამ პენის სურვილის ასრულებაში ხელი შეუშალა.

მთლიანი მანძილის დასაფარად მოცურავეს 50 საათი დასჭირდებოდა. მან 40 საათში 166-დან 140 კილომეტრი გაცურა. წყლიდან ამოსვლის შემდეგ მან განაცხადა, რომ უკანასკნელი 26 კილომეტრის გაცურვა დინების გამო შეუძლებელი იყო.
XS
SM
MD
LG