ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყოფილი პრეზიდენტი კარტერი ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს



ჯიმი კარტერი, რომელიც 1980 წელს გადაირჩიეს, პრეზიდენტობის შემდგომი მოღვაწეობის ხანგრძლივობით ყველა სხვა ყოფილ პრეზიდენტს შორის რეკორდსმენია. 2016 წლის არჩევნებში ორი პარტიის უმწვავესი დაპირისპირების მიუხედავად, დემოკრატი კარტერი ტრამპის ადმინისტრაციასთან შერიგებასა და პოზიტიურ ურთიერთობას ემხრობა.


დონალდ ტრამპი აშშ-ის მეექვსე უმაღლესი მთავარსარდალია, რომლის ინაუგურაციასაც ჯიმი კარტერი ყოფილი პრეზიდენტის რანგში დაესწრო. რონალდ რეიგანის 1981 წლის ინაუგურაციის შემდეგ კარტერი ჯორჯიის შტატში, მშობლიურ ქალაქ პლეინსში დაბრუნდა.

ჩვენ ოჯახში 22 ამომრჩეველია. არცერთ მათგანს მისთვის [დონალდ ტრამპისთვის] არ მიუცია ხმა.

ტრამპი პრეზიდენტობას საზოგადოებრივი მხარდაჭერის ისტორიულად დაბალი მაჩვენებლით იწყებს. პლეინსის ბაპტისტური ეკლესიის საკვირაო სკოლაში ჩატარებული ერთ-ერთი უკანასკნელი გაკვეთილისას, კარტერმა თქვა, რომ ნიუ-იორკელი ბიზნესმენი მისი რჩეული კანდიდატი არ იყო.

ჯიმი კარტერი:
"ჩვენ ოჯახში 22 ამომრჩეველია. არცერთ მათგანს მისთვის არ მიუცია ხმა."

დაახლოებით 80-მა დემოკრატმა კონგრესმენმა ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრება პროტესტის ნიშნად არ ისურვა. კარტერი მათ რიცხვში არ ყოფილა.

ჯიმი კარტერი:
"ერთადერთი ყოფილი პრეზიდენტი ვიყავი, რომელმაც პირველსავე დღეს ვთქვი, რომ ინაუგურაციაზე მივდიოდი. ვფიქრობ, ახალი პრეზიდენტი უნდა გავიცნოთ და მხარი დავუჭიროთ."

ერთადერთი ყოფილი პრეზიდენტი ვიყავი, რომელმაც პირველსავე დღეს ვთქვი, რომ ინაუგურაციაზე მივდიოდი. ვფიქრობ, ახალი პრეზიდენტი უნდა გავიცნოთ და მხარი დავუჭიროთ

ატლანტაში, კარტერის ცენტრში "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა:

ჯიმი კარტერი:
"გვინდა, დავეხმაროთ მათ, როდესაც სამსახურს დაიწყებენ. ვიმედოვნებთ, ჩვენი მხარდაჭერა პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციისათვის სასარგებლო იქნება და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ჩვენი ამოცანების შესრულებაში წაადგებათ."

პრეზიდენტი კარტერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობს. ის ამბობს, რომ მზადაა, ტრამპის ადმინისტრაციას გაუზიაროს ინფორმაცია, რომელიც მისმა ცენტრმა სხვადასხვა პროგრამების განხორციელებისას შეაგროვა.

მასში შევიტანთ ინფორმაციას სირიის კონფლიქტის მონაცემების რუკაზე გადატანის ჩვენი პროგრამის, პრეზიდენტ პუტინისაგან მიღებულ ინფორმაციას და სხვას.

"სახელმწიფო და თავდაცვის ახალ მდივნებს ჩემი სახელით მემორანდუმს გავუგზავნით. მასში შევიტანთ ინფორმაციას სირიის კონფლიქტის მონაცემების რუკაზე გადატანის ჩვენი პროგრამის, პრეზიდენტ პუტინისაგან მიღებულ ინფორმაციას და სხვას.“

1978 წელს, კემპ დევიდში, ისრაელმა და ეგვიპტემ პრეზიდენტ კარტერის შუამავლობით პირველი მუდმივი სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმეს. კარტერი იმედოვნებს, რომ ტრამპი ისრაელისა და პალესტინელების სამშვიდობო პროცესს ყურადღებით მოეკიდება.

ჯიმი კარტერი:
"გვინდა, იცოდნენ, რომ იერუსალიმში, რამალასა და ღაზის სექტორში 35 წელია, სრულფასოვანი ოფისები გვაქვს. გაგვაჩნია ბევრი შიდა ინფორმაცია, თუ რა ხდება წმინდა მიწის საზღვრებს შიგნით. მინდა, ეს ინფორმაცია მათაც გავუზიარო."

1976 წელს, როდესაც კარტერი აირჩიეს, შეერთებულ შტატებს უოტერგეიტის სკანდალისგან ისევ თავბრუ ეხვეოდა. კარტერს თეთრი სახლისაკენ საზოგადოების რისხვამ გაუკვალა გზა. 2016 წელს დონალდ ტრამპიც გაბრაზებულმა ამომრჩეველმა აირჩია. კარტერს ტრამპისთვის ხმა არ მიუცია, მაგრამ იმ რამდენიმე ადამიანის რიცხვშია, რომელსაც კარგად ესმის, რა რთულია პრეზიდენტობა.

ჯიმი კარტერი: "ის პოლიტიკაში არასდროს ყოფილა. მან ბევრი რამ უნდა ისწავლოს. ისწავლის კიდეც, ზოგჯერ მწარე გაკვეთილებით, ისე, როგორც მე ვისწავლე."

1980 წლის არჩევნებში კარტერი რონალდ რეიგანთან დამარცხდა. მისი წარუმატებლობა რამდენიმე მიზეზმა, მათ შორის, ირანის მძევალთა კრიზისმა, მზარდმა ინფლაციამ და საწვავის დეფიციტმა განაპირობა. უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში კარტერი მხოლოდ მეორე პრეზიდენტია, რომელმაც თეთრ სახლში ერთი ვადით იმსახურა და რვის ნაცვლად ოთხი წელი გაატარა.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG