ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეშტონ კარტერი თურქეთში ერაყის სუვერენიტეტზე საუბრობს


21 ოქტომბერი, ანკარა

21 ოქტომბერი, ანკარა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეშტონ კარტერი თურქეთში ჩავიდა. მან ანკარას მოუწოდა ერაყის სუვერენიტეტი დაიცვას. პენტაგონის ლიდერმა ქვეყნის პოლიტიკურ და სამხედრო ოფიციალურ პირებთან უკვე ისაუბრა.

პენტაგონის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეების შეთანხმებისამებრ, გაგრძელედება ხშირი კონტაქტი და მოხდება დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ კოალიციის ბრძოლის მჭიდრო კოორდინაცია.

ვიზიტი ემთხვევა ერაყის ქალაქ მოსულის დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოსგან" გათავისუფლების ოპერაციას და ვაშინგტონის შეშფოთებას ამ კამპანიის ეფექტურობასთან დაკავშირებით.

თურქეთს სურს უფრო დიდი როლი ქონდეს მოსულის სამხედრო კამპანიაში. ერაყის მთავრობა კი ანკარის სამხედრო მონაწილეობის წინააღმდეგია. აშშ-ს არ უნდა, რომ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობამ შეთანხმებაზე იმოქმედოს და ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG