ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანადაში ტყის ხანძარი ქალაქებს ემუქრება, მთავრობამ ევაკუაციების ბრძანება გამოსცა


ოთხშაბათს, კანადის ხელისუფლებამ ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიების დედაქალაქ იელოუნაიფიდან და რამდენიმე უფრო მცირე დასახლებული პუნქტიდან ევაკუაციის ბრძანება გასცა, რადგან ტყის მასიური ხანძარი ღამით ქალაქ ჰეირივერს დაემუქრა.

ოთხშაბათ ღამით, ცეცხლის მიახლოებასთან ერთად, ჯგუფები დაახლოებით 3,000-იანი მოსახლეობის ქალაქ ჰეირივერიდან, ავტობუსებით და თვითმფრინავებით ევაკუაციაზე მუშაობდნენ.

სახანძრო ინფორმაციის ოფიცერმა განაცხადა, რომ წვიმის არარსებობის შემთხვევაში, კვირის ბოლოსთვის ცეცხლმა შეიძლება ქალაქ იელოუნაიფს მიაღწიოს. ქალაქის მოსახლეობას სთხოვეს, „ეტაპობრივი ევაკუაციის“ ფარგლებში ქალაქი ახლავე დატოვონ.

ხანძარს ამ დროისთვის ქალაქში ადამიანის მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა რამდენიმე შენობა განადგურდა. იელოუნაიფის მოსახლეობა დაახლოებით 20 ათასია და პოლარული წრიდან 400 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ჩრდილო-დასავლეთის ტერიტორიების სახანძრო სამსახურის ცნობით, 163,000 ჰექტარზე მოდებული ტყის ხანძარი ამჟამად იელოუნაიფიდან 17 კილომეტრშია და სავარაუდოდ ნომერ 3 გზატკეცილს მიაღწევს. ეს ერთადერთი გზატკეცილია, რომელიც ქალაქს დანარჩენ კანადასთან აკავშირებს.

XS
SM
MD
LG