ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ კამერონმა თემთა პალატას - გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ქედა პალატას - პრემიერის რანგში ბოლოჯერ მიმართა. ამ თანმდებობაზე ექვსწლიანი სამსახურის შემდეგ პალატამ ის ოვაციებით გააცილა.

წარსულში პრემიერის თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლას, ჩვეულებრივ, რთული კითხვების დასმა და ცხარე პოლიტიკური დებატები სდევდა ფონად. დღეს კამერონთან შეხვედრა მეგობრული სესია იყო, რომლის დროსაც პარლამენტარებმა ის ეროვნული ჯანდაცვის დაფინანსების, უმუშევრობის შემცირებისა და განათლების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით გაწეული ძალისხმევისთვის შეაქეს.

კამერონმა ასევე განაცხადა, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, ევროკავშირის მოქალაქეები, რომლებიც სამეფოში ცხოვრობენ, არ იქნებიან იძულებული დიდი ბრიტანეთი დატოვონ.

XS
SM
MD
LG