ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირმის პრეზიდენტი ტაილანდს ეწვია


ტაილანდი და ჩინეთი ბირმის მთავარი სავაჭრო პარტნიორი სამხედრო მართველობის პერიოდიდან გახდა

დღეს ბირმის პრეზიდენტი თეინ სეინი ტაილანდში სამდღიანი ვიზიტით ჩავიდა.

ხვალ პრეზიდენტი სეინი ტაილანდის პრემიერ მინისტრს უინგლუკ სინავატრას შეხვდება. ორი ქვეყნის ლიდერი ბირმის მომავალი ინვესტიციებისა და ბირმიდან დევნილი მოსახლეობის საემიგრაციო სტატუსზე იმსჯელებს. ეს ის მოსახლეობაა, რომლებიც ბირმიდან ეთნიკურ ძალადობას გამოექცნენ.

ლიდერები ასევე მოაწერენ ხელს მემორანდუმს, რომელიც ბირმაში განვითარების პროექტების დანერგვას ითვალისწინებს.

ტაილანდი და ჩინეთი ბირმის მთავარი სავაჭრო პარტნიორი სამხედრო მართველობის პერიოდიდან გახდა.
XS
SM
MD
LG