ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირმის პრეზიდენტის შეწყალება


ივნისში ბუდისტებსა და მუსლიმთა შორის დაპირისპირებას 80 ადამიანი შეეწირა

ბირმის პრეზიდენტმა თეინ სეინმა გაეროს ორი წარმომადგენელი და ერთი ჰუმანიტარული დახმარების თანამშრომელი შეიწყალა და ციხიდან გაათავისუფლა. გასულ კვირას სამივე მათგანი ივნისში ბუდისტთა და მუსლიმთა შორის ძალადობრივ დაპირისპირებაში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს.

სამივე პატიმარი ბირმის მოქალაქეა და მუსლიმურ რელიგიას აღიარებს. მათ ბრალად განზრახ ხანძრის გაჩენა და ბუდისტებსა და მუსლიმებს შორის დაპირირისპირება ედებოდათ, რის გამოც 6 წლით პატიმრობა შეეფარდათ.

ბირმის მთავრობის განცხადებით, ივნისში ბუდისტებსა და მუსლიმთა შორის დაპირისპირებას 80 ადამიანი შეეწირა.

XS
SM
MD
LG