ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამომძიებლები ეჭვმიტანილის ვინაობას დადგენას ანაბეჭდებით ცდილობენ

ბულგარეთის ხელისუფლებამ ებრაელი ტურისტების ავტობუსის აფეთქებაში ეჭვმიტანილი თვითმკვლელი ტერორისტის ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა. ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ცვეტან ცვეტანოვმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლე შარვალში იყო გამოწყობილი და ზურგჩანთა ქონდა. ის სხვა ტურისტებს წააგავდა. ჯერჯერობით ეჭვმიტანილი ტერორისტის ვინაობა დაუდგენელია.

თუმცა უკვე გარკვეულია, რომ მას ყალბი მართვის მოწმობა ქონდა, რომელიც ვითომ ამერიკის შტატ მიჩიგანში იყო გაცემული. გამომძიებლები მისი ვინაობას დადგენას ანაბეჭდებით ცდილობენ. ბულგარეთის შავი ზღვის პირას ქალაქ ბურგასში გუშინ მომხდარ აფეთქებას ხუთი ებრაელი ტურისტი და ავტობუსის მძღოლი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. თელ-ავივი აფეთქებაში ირანს და ლიბანურ შიიტურ დაჯგუფება ჰეზბოლას ადანაშაულებს. ირანი ბრალდებას უარყოფს.
XS
SM
MD
LG