ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და მხარდაჭერას უცხადებს ბულგარეთის მთავრობას

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მხარდაჭერას უცხადებს ბულგარეთის მთავრობას, და ოთხშაბათს, შავი ზღვის კურორტზე მომხდარი ტერორისტული აქტის გამოძიებაში დახმარებას სთავაზობს მას.

თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღწერილია ბარაკ ობამას და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის ბოიკო ბორისოვის სატელეფონო საუბრის დეტალები.

ბულგარეთის პოლიცია დაზვერვის ფედერალურ სამსახურთან და ინტერპოლთან ერთად ცდილობს გაარკვიოს ვინაობა ტერორისტისა, რომელმაც ისრაელის ტურისტულ ავტობუსში თავი აიფეთქა.

ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცვეტან ცვეტანოვის განცხადებით, თვითმკვლელი ტერორისტი უცხოელია და ბულგარეთში ოთხი დღით ადრე ჩამოვიდა.

XS
SM
MD
LG