ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონის თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო


ბრიტანეთის პოლიციის ცნობით, გუშინ მომხდარ ტერორისტულ აქტთან შესაძლო კავშირებისთვის 8 ადამიანია დაკავებული. ლონდონში, ბრიტანეთის პარლამენტში მომხდარი თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“ აცხადებს, რომ პირი, რომელმაც ლონდონში თავდასხმა მოაწყო, მისი "ჯარისკაცთაგანი“ იყო.

ლონდონის პოლიციის კონტრ-ტერორიზმის დანაყოფის მეთაურის მარკ როულის განცხადებით, ლონდონში, ბირმინგემსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში პოლიცია ჩხრეკებს ატარებს. მას არ დაუზუსტებია თუ რა კავშირი ქონდათ დაკავებულებს გუშინდელ ტერაქტთან.

“ჩვენი ღრმა რწმენით თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა და ის საერთაშორისო ტერორიზმის მიერ იყო წახალისებული,” განუცხადა როულიმ ჟურნალისტებს. მან იქვე დასძინა, რომ გამოძიების ამ ეტაპზე თავდამსხმელის ვინაობა არ უნდა გასაჯაროვდეს.

“ისლამისტური იდეოლოგიით წახალისებული” უწოდა თავდამსხმელს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ.

XS
SM
MD
LG