ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარგარეტ ტეტჩერის დაკრძალვა


ლონდონის ქუჩებში პროცესიის უსაფრთხოებას 4 000-ზე მეტი პოლიციელი უზრუნველყოფს

ლონდონის ცენტრალურ ნაწილში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის დაკრძალვის პროცესიას ათასობით ადამიანი დაესწრო.

ცხენებშებმულ ეტლზე დასვენებულ ცხედარს დიდი ბრიტანეთის დროშა ეფარა. ქვეყნის ერთადერთი პრემიერი ქალი წმიდა პავლეს ტაძარში გადაასვენეს, სადაც მასთან დასამშვიდობებელ ცერემონიალს მსოფლიოს 170 ქვეყნის ლიდერი, თუ ოფიციალური წარმომადგენელი სტუმრობდა. ტრადიციულ ლიტურგიას 2 300 ადამიანი, მათ შორის დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედი და მისი მეუღლე, პრინც ფილიპი ესწრებოდა.

ლონდონის ქუჩებში უსაფრთხოებას 4 000-ზე მეტი პოლიციელი უზრუნველყოფდა. მარგარეტ ტეტჩერი 87 წლის ასაკში 9 დღის წინ გარდაიცვალა. ის დიდი ბრიტანეთს 1979 წლიდან 1990 წლამდე მართავდა და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პრემიერად ითვლება.
XS
SM
MD
LG