ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლის უცხოეთში მაუწყებელი ტელევიზიის ანგარიში დაუხურეს


რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ტელეკომპანიის „არ-ტი“ (RT-Russia Today) მთავარი რედაქტორი ამტკიცებს, რომ დიდ ბრიტანეთში არხის საბანკო ანგარიშები დაიხურა. მარგარიტა სიმონიანმა აღნიშნული განცხადება სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გააკეთა და სარკაზმით დააყოლა: „გაუმარჯოს სიტყვის თავისუფლებას“!

ტელეკომპანიას ინგლისურად, არაბულად და ესპანურად 24-საათიანი მაუწყებლობა აქვს და უცხოურ აუდიტორიას ევროპაში და ამერიკაში კრემლის პოლიტიკას აცნობს. სიმონიანს არ დაუკონკრეტებია, თუ რატომ დაიბლოკა მათი ანგარიშები. ცნობილია, რომ ტელეკომპანია კრემლის ოპონენტის მიხეილ ხოდორკოვსკის საქმეში ფიგურირებს. მიმდინარე გამოძიების გამო ბრიტანეთში ბევრი რუსული ანგარიში გაიყინა და მათ შორის რუსეთის სახელმწიფო მედიაც არის.

XS
SM
MD
LG