ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის ეკონომიკა კვლავ რეცესიას უბრუნდება


დიდ ბრიტანეთის ეკონომიკა კვლავ რეცესიაში იმყოფება. ეროვნული სტატისტიკის სამმართველოს ცნობით ქვეყნის ეკონომიკა წლის პირველი სამი თვის მანძილზე პროცენტის ორი მეათედით შემჭიდროვდა. 2011 წლის უკანასკნელ 3 თვეში ეკონომიკის შემცირებამ ოდნავ მეტი, პროცენტის 3/10 შეადგინა. ქვეყნის ეკონომიკა რეცესიის ფაზაში გადადის, თუკი ნეგატიური ზრდა ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში გრძელდება.

ცნობას დიდ ბრიტანეთში რეცესიის დაწყების შესახებ წინ უსწრებდა საბერძნეთის ცენტრალური ბანკის მმართველის განცხადება იმის შესახებ, რომ ქვეყნის ეკონომიკა იმაზე მეტად მცირდება, ვიდრე ამას ექსპერტები ვარაუდობდნენ. დღეს ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ, მარიო დრაგიმ ევროპული ქვეყნების ლიდერებს მიმართა და მოუწოდა ყველა ღონე იხმარონ იმისთვის, რომ ევროზონაში ფისკალური სტაბილურობა შენარჩუნდეს.

XS
SM
MD
LG