ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ იმ დროს, როცა ქვეყანა მსოფლიო პარტნიორებთან სავაჭრო კავშირების განმტკიცებას ესწრაფვის, ბრიტანეთი ევროკავშირის მიმართ თავის ვალდებულებებს შეასრულებს.

ფილიპ ჰემონდი პარასკევს ჟურნალისტებს ბრიუსელში ესაუბრა, სადაც ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები, ეკონომიკური და ფინანსური საქმეების საბჭოს შეხვედრაზე შეიკრიბნენ.

ამ თვის დასაწყისში ჰემონდმა განაცხადა, რომ შესაძლოა, კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, მთავრობამ გადასახადები შეკვეცოს. ეს იმ დროს ხდებოდა, როცა საერთაშორისო ბანკებმა, იმის შიშით, რომ ბრიტანეთი, „ბრექსიტის“ გამო, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომას დაკარგავდა, საკუთარი საქმიანობის ნაწილი ლონდონიდან კონტინენტზე გადაიტანეს.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG