ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის კავშირისგან გამოყოფის მიუხედავად დიდი ბრიტანეთი ეწინააღმდეგება რაიმე ფორმის სამხედრო ძალის შექმნას. ამის შესახებ განცხადება დღეს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფელონმა გააკეთა.

“ჩვენ შევეწინააღმდეგებით ევროპის კავშირის მიერ არმიის ან შტაბბინის შექმნის იდეას, რომელიც რაიმე ფორმით ნატოს მნიშვნელობის შემცირებას შეეცდება,” განაცხადა ფელონმა ბრატისლავაში ევრო-კავშირის შეხვედრაზე.

28 წევრიანი ევრო-ბლოკის მიერ სამხედრო თანამშრომლობის იდეა საფრანგეთს და გერმანიას ეკუთვნით. ავტორები სამხედრო მისიების დაფინანსების და მშვიდობისმყოფელი მისიების გაზრდას ემხრობიან.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG