ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთში ტერორიზმის საქმეზე კიდევ 3 მამაკაცი დააპატიმრეს


მანჩესტერში ორშაბათს მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, ბრიტანეთის პოლიციამ დღეს კიდევ სამი ადამიანი დააპატიმრა. მათი აყვანა ოფიციალური ორდერის გაცემის შემდეგ მოხდა. სულ დაკავებულია 4 მამაკაცი, რომელთა შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ერთ-ერთი მათგანი 23 წლის ახალგაზრდაა.

ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მდივნის ამბერ რუდის განცხადების მიხედვით, თავდამსხმელი იყო 22 წლის სალმან აბედი. მისი ვინაობა ბრიტანული დაზვერვისთვის მანამდეც ცნობილი იყო. „ბი-ბი-სისთვის“ დღეს მიცემულ ინტერვიუში მინისტრმა ასევე თქვა, რომ დამნაშავე, სავარაუდოდ მარტო არ მოქმედებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG