ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ბრიქსის" ლიდერები სამხრეთ აფრიკაში შეიკრიბნენ და გაფართოებას განიხილავენ


იოჰანესბურგში, “ბრიქსის” სახელად ცნობილი ფორუმის, რომელიც 5 ქვეყანას აერთიანებს, ლიდერები შეიკრიბნენ. ისინი ბლოკის გაფართოების საკითხს განიხილავენ.

"ბრიქსის" სახელით ცნობილ კავშირში შედიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. ზოგიერთი წევრი ამბობს, რომ ისინი "დასავლეთის საპირწონედ" უნდა გაფართოვდნენ.

ბლოკი, რომელიც ხშირად შიდა დაპირისპირებებთან გამკლავებასაც ცდილობს და ერთიანი მიდგომის წარმოდგენა უჭირს, ამჯერად უკრაინაში რუსეთის ომის და ამერიკა-ჩინეთის კონკურენციის ზრდასთან ერთად, პოზიციების გაძლიერებას ცდილობს.

"ბრიქსის" გაფართოების ერთ-ერთი ინიციატორი ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინია, ის სამშაბათს სამხრეთ აფრიკაში ჩავიდა და სახელმწიფო ვიზიტი სხვა ლიდერებთან ოფიციალური შეხვედრებით დაიწყო. მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ განაცხადა, რომ ჩინეთსა და მის ქვეყანას "გაფართოების თაობაზე მსგავსი შეხედულებები" აქვთ.

"ჩვენ ვიზიარებთ პრეზიდენტ სის მოსაზრებას, რონ “ბრიქსი” კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფორუმია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიოში გლობალური მმართველობის, მულტილატერალიზმისა თუ თანამშრომლობის წახალისების საქმეში" - თქვა მასპინძელმა პრეზიდენტმა.

სამიტს, რომელიც 22-24 აგვისტოს იმართება, ბრაზილიის პრეზიდენტი და ინდოეთის პრემიერიც ესწრებიან. რუსეთის პრეზიდენტი კი, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაკავების ორდერი აქვს გაცემული, სამიტში ონლაინ მიიღებს მონაწილეობას.

გაფართოებასთან ერთად, განხილვის საგანია ქვეყნების შიდა ვალუტების უფრო აქტიური გამოყენება, თუმცა საერთო ვალუტის შექმნა ამ ეტაპზე არ განიხილება მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში ბრაზილიის პრეზიდენტმა ეს იდეა ახალი ვალუტის "დოლარზე დამოკიდებულების საპირწონედ" შესაქმნელად წამოაყენა.

XS
SM
MD
LG