ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორც მოსალოდნელი იყო, “ბრექსიტის” სახელით ცნობილმა ბრიტანეთის რეფერენდუმმა მსოფლიოს ბაზრებზე დიდი არეულობა შეიტანა. ბრიტანელების მიერ ევროპის კავშირის დატოვების გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის აქციები 7-დან 10 პროცენტამდე დაეცა.

ბრიტანული ფუნტი დღეს დილით 1.34 დოლარს გაუტოლდა, რაც ბოლო 31 წლის განმავლობაში რეკორდულად დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს. ანალოგიური სიტუაციაა აზიის ბაზრებზეც. ტოკიოში 8 პროცენტიანი, ჰონგ-კონგში - 4 და ავსტრალიაში 3 პროცენტიანი ვარდნა დაფიქსირდა. ინგლისის ბანკი აცხადებს, რომ პასუხისმგებლობას ითავისებს და ყველა საჭირო ზომას მიიღებს, რომ დიდ ბრიტანეთში ფინანსური და სავალუტო სტაბილურობის შენარჩუნება უზრუნველყოს.

XS
SM
MD
LG