ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანელები ევროკავშირში დარჩენას ხვალ უყრიან კენჭს


ბრიტანეთის ევროკავშირში ყოფნის დებატები უკანასკნელ ფაზაში გადავიდა. ხვალ ქვეყნის მოსახლეობა რეფერენდუმზე დიდი ბრიტანეთის მომავალს კენჭს უყრის. ხმის მისაცემად 45 მილიონზე მეტი ამომრჩეველია დარეგისტრირებული.

მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგებით დამთავრდება რეფერენდუმი, ექსპერტები აცხადებენ, რომ მას დიდი გავლენა ექნება დიდი ბრიტანეთის მომავალ ურთიერთობებზე დანარჩენ ევროპასთან.

პრემიერ მინისტრი დევიდ კამერონი ევროკავშირში დარჩენის მომხრეა. ის აცხადებს, რომ ბლოკიდან გასვლა ბრიტანეთს ჩამოართმევს უფლებას მეზობლების ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც ბრიტანეთზე ექნება გავლენა.

ეკონომიკური ბლოკის დატოვების მომხრეები კი აცხადებენ, რომ ევროკავშირიდან გასვლა ბრიტანეთს საკუთარი საქმეების მართვის უკეთეს საშუალებას მისცემს.

XS
SM
MD
LG