ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ბრექსიტის" გავლენა ბრიტანეთის ეკონომიკაზე უკვე იგრძნობა


ცოტა ხნის წინ, პოპულარული ბრიტანული შავი ჯემი, რომელსაც “მარმაიტი” ჰქვია, ფუნტის გაუფასურების ერთ-ერთ ყველაზე მოულოდნელი მსხვერპლი გახდა.

მისი მწარმოებელი, საერთაშორისო კომპანია “იუნილევერი” აცხადებს, რომ იმპორტზე მომატებული ფასების ანაზღაურებას მაღაზიებს სთხოვს.

“ტესკომ,” დიდი ბრიტანეთის სუპერმარკეტების უმსხვილესმა ქსელმა უარი თქვა საქონელი გაძვირებულ ფასში შეისყიდოს. ამის გამო, მისი მაღაზიების თაროებზე “მარმაიტის” ნაკლებობა უკვე იგრძნობა.

მწარმოებელსა და მაღაზიებს შორის დავა გადაწყდა, მაგრამ ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს არის პირველი ნიშანი იმისა, თუ რა გავლენა ექნება დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას ქვეყნის ეკონომიკაზე.

კომპანია “გეინ კაპიტალის” წარმომადგენელი კატლინ ბრუკსი ამბობს:

“კი, “მარმაიტისდამზადება და დაფასოება გაერთიანებულ სამეფოში ხდება, მაგრამ მისი ყველა ინგრედიენტი, ისეთი მასალაც კი, როგორიცაა მინის ტარა, უცხოეთიდან შემოდის. მწარმოებელი მასალის ფასს უცხოურ ვალუტაში იხდის, მისი გაყიდვა კი მხოლოდ ბრიტანულ ფუნტებში შეუძლია.”

საბოლოო ჯამში, ფუნტის გაუფასურების შედეგებს ყველაზე მეტად მომხმარებელი იგრძნობს. ბრუკსის თქმით:

“ცხადი ხდება, რომ ბაზარიბრექსიტსადაბრექსიტისგავლენაზე დადებითად არ მოქმედებს. ეს ეკონომიკისთვის ცუდი ამბავია. გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკის შეკუმშვა კი იმას ნიშნავს, რომ ფუნტი დასუსტდება, რაც დიდ ბრიტანეთში ცხოვრების სტანდარტს დაადაბლებს."

ამ ფონზე, ზოგიერთი ინდუსტრია პირიქით - ძლიერდება. მაგალითად, ფუნტის გაუფასურების დაწყების შემდეგ, ქვეყანაში უცხოელი ტურისტების რაოდენობამ მოიმატა.

დერეკ ჰოტერი ტურისტია ნიუ-იორკიდან. ის ამბობს, რომ ახლა რომ ჩამოდიხარ თავს უკეთეს პოზიციაში გრძნობ. შოპინგზე უფრო მეტის დახარჯვა შეგიძლია.”

"ინგლისის ბანკის" ყოვილი თავმჯდომარე მერვინ კინგი ამბობს, რომ "ბრექსიტი" იმას აკეთებს, რისი მიღწევაც პოლიტიკოსებმა ვერ შეძლეს:

“რეფერენდუმის კამპანიის დროს ვიღაცამ თქვა, რომბრექსიტისრეალური საფრთხე ის იქნებოდა, რომ ქვეყანაში გაიზრდებოდა საპროცენტო განაკვეთი, უძრავ ქონებას და ვალუტას ფასი დაუვარდებოდა. მაშინ მე ამის არ მჯეროდა, რადგან სწორედ ამ შედეგის მიღწევა გვინდოდა ბოლო სამი წელი. ახლა, ამ შედეგის მისაღებად რეალური შანსი გვაქვს.”

ბრიტანული ფუნტის გაუფასურება ფასების მომატებას ნიშნავს. ანალიტიკოსების უმრავლესობას მიაჩნია, რომ დიდი ბრიტანეთის ეროვნული ვალუტა გაუფასურებას გააგრძელებს და ამას მალე, მზარდი ინფლაციაც მოჰყვება.

XS
SM
MD
LG