ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი აცხადებს, რომ 29 მარტს 50-ე მუხლს აამოქმედებს, რითაც ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის სურვილს ფორმალურად გააცხადებს.

მთავრობის პრეს მდივანმა ეს განცხადება დღეს გააკეთა და ასევე თქვა, რომ საქმის განვითარების შესახებ ინფორმაცია ევროკავშირს უკვე მიეწოდა.

ევროკავშირის შეთანხმების 50-ე მუხლი, წევრის კავშირიდან გასვლის საკითხს ეხება.

კავშირიდან გასვლა 2016 წლის ივნისში ჩატარებული რეფერენდუმით დაიწყო, რომლის დროსაც, ხმების მცირე უპირატესობით, ბრიტანელებმა ევროკავშირიდან გასვლა გადაწყვიტეს. როგორც გამოჩნდა, ხმის მიცემის მამოძრავებელ ძალად, ანტი-ისტებლიშმენტის განწყობა და იმის შეგრძნება იქცა, რომ ევროკავშირის მმართველმა სტრუქტურამ, რიგით ბრიტანელ მოქალაქეს უზომოდ ბევრი მართვის ბერკეტი წაართვა.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG