ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვირას, ბრაზილიის უდიდეს ქალაქ სან-პაულოში მუშათა პარტია დამარცხდა. მას იმპიჩმენტამდე ყოფილი პრეზიდენტი დილმა რუსეფი ლიდერობდა. ქვეყანაში ეს პირველი ადგილობრივი არჩევნები იყო მას შემდეგ, რაც კორუფციის აღმოფხვრის მიზნით, უზენაესმა სასამართლომ პოლიტიკურ არჩევნებზე კორპორატიული დაფინანსება აკრძალა.

არჩევნებზე 53 პროცენტით სოციალ-დემოკრატებმა გაიმარჯვეს, რომელსაც მილიონერი ბიზნესმენი ჟოაო დორია ხელმძღვანელობს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ შედეგი ბრაზილიელების მხრიდან ძირეული ცვლილებების განხორციელების სურვილზე მიუთითებს.

XS
SM
MD
LG