ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრაზილიის პრეზიდენტმა იმპიჩმენტის დაბლოკვა ვერ შეძლო


უზენაესმა სასამართლომ შეაჩერა ბრაზილიის პრეზიდენტის დილმა რუსეფის მცდელობა მისი იმპიჩმენტის პროცესი დაებლოკა. უმაღლეს სასამართლოში გუშინ გამართული ხანგრძლივი საგანგებო სესია დღეს კენჭისყრით დასრულდა.

ქვედა პალატის დეპუტატებს ბრაზილიის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დასაწყებად ხელს აღარაფერი უშლის. კენჭისყრა კვირას გაიმართება. კანონმდებლებს პროცესის დასაწყებად ხმების ორი მესამედი სჭირდებათ. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში სენატი გამოძიებას დაიწყებს. დილმა რუსეფს არჩევნებში მეორედ გამარჯვების მიზნით უკანონო ქმედებებში ედება ბრალი. ბრაზილიის პრეზიდენტი თავს დამნაშავედ არ სცნობს და ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

XS
SM
MD
LG