ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარაჯიჩს სასამართლომ გენოციდში მონაწილეობის ბრალდების ორი პუნქტიდან ერთი მოუხსნა

ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა ბოსნიელ სერბთა ყოფილ ლიდერს, რადოვან კარაჯიჩს გენოციდში მონაწილეობის ბრალდების ორი პუნქტიდან ერთი მოუხსნა.

ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები 1992-95 წლებში იუგოსლავიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში ბოსნიელ სერბთა ძალების მიერ განხორციელებული გენოციდის აქტებთან დაკავშირებით.

თუმცა, სასამართლო 1995 წელს ქალაქ სრებრენიცაში დატრიალებული ტრაგედიის განხილვას აპირებს, როდესაც ბოსნიელ სერბთა ძალებმა 8 000 მუსულმანი მამაკაცი მოკლეს.
XS
SM
MD
LG