ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი: ვადასტურებ ამერიკის უწყვეტ ერთგულებას საქართველოს დასახმარებლად


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, ენტონი ბლინკენის, ქვეყნის პირველი დიპლომატის განცხადებას ავრცელებს. ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ამერიკა თავისი მოკავშირის გვერდით დგას რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ და ევროპული დემოკრატიის მშენებლობის გზაზე.

გთავაზობთ მილოცვის სრულ ტექსტს.

"ამერიკელი ხალხის სახელით, მინდა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მივულოცო.

საქართველოს მოსახლეობას ღრმად ესმის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულება. მიუხედავად რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა უკრაინაში და საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მიმდინარე ოკუპაციისა, ქართველმა ხალხმა აჩვენა თავისი ურყევი სურვილი ევრო-ატლანტიკური მომავლისა. ჩვენ ვაღიარებთ და ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, მათ შორის 2008 წელს, რუსეთის საქართველოში შეჭრას და შემდგომ მიმდინარე ოკუპაციას. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის 31 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების წინსვლის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, კანონის უზენაესობის გაძლიერების, ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და წარმატებული მომავლის ასაშენებლად. ჩვენმა ქვეყნებმა ასევე ერთად იმუშავეს გვერდიგვერდ, რათა მოეტანათ სტაბილურობა და მშვიდობა საქართველოსთვის, რეგიონისა და მსოფლიოსთვის.

ამ დღეს, რომელსაც ქართველები ყველგან საზეიმოდ აღნიშნავენ, მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ამერიკის შეერთებული შტატების უწყვეტ ერთგულებას საქართველოს დასახმარებლად, რათა შეძლოს ჰქონდეს უსაფრთხო, აღორძინებული, ევროპული დემოკრატია, რომელიც მის მოქალაქეებს ასე სურთ და რომელსაც ისინი ასე ძალიან იმსახურებენ".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG