ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წიგნი ოსამა ბინ ლადენზე


წიგნის ავტორი აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმის წევრია

ოსამა ბინ ლადენის მკვლელობის აღმსრულებელი სპეცდანიშნულების რაზმის წევრმა დაწერა წიგნი, რომელიც საგანგებო ოპერაციის დეტალებს ამჟღავნებს. პუბლიკაცია ამერიკის ოფიციალურ წრეებში უკვე ბადებს შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად ხდება აღნიშნულ წიგნში კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვა.
წიგნი, რომელიც 2012 წლის 11 სექტემბერს გამოვა გაყიდვაში, ამერიკული გამომცემლობის “დატონის” მიერ იბეჭდება. ავტორმა, სპეცდანიშნულების რაზმის წევრმა, ფიქტიური ფსევდონიმი -მარკ ოუენი შეარჩია და წიგნი ჟურნალისტ კევინ მაუერთან თანამშრომლობით დაწერა. როგორც ავტორი ამბობს, დროა სიმართლე ითქვას გასულ წელს განხორციელებული რეიდის შესახებ, რომელმაც ოსამა ბინ ლადენის განეიტრალება შეძლო.
პენტაგონისა და ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ არ ქონიათ საშუალება შეეფასებინათ შევიდა თუ არა ამ წიგნში კონფიდენციალური დოკუმენტაცია. ცნობისთვის, ამერიკის ყოფილი სამხედრო და სადაზვერვო ოფიცრები ვალდებულნი არიან ყოფილ დამსაქმებლებს წიგნის გამოქვეყნებამდე აცნობონ თავიანთი გეგმების შესახებ.
XS
SM
MD
LG