ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ივანიშვილის წინასაარჩევნო მარათონი


ოფილი პრემიერი და სახელისუფლებო პარტიის, „ქართული ოცნების“ შემოქმედი ბიძინა ივანიშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში შიდა ქართლში ჟურნალისტებს შეხვდა, საათნახევრიანი ღია ეთერის პირობებში თითოეული ჟურნალისტისგან ერთი კითხვის დასმის პირობით.

საუბარი მასპინძელი ტელეკომპანიის ჟურნალისტების კითხვებით დაიწყო. შეხვერის დასაწყისში ბიძინა ივანიშვილისძირითადი თემა ნაციონალური მოძრაობის ირგვლივ ტრიალებდა. მისი განცხადებით, კოჰაბიტაცია, რაც უცხოელი პარტნიორების ინიციატივით დაიწყო, მისთვის საკმაოდ მძიმე პროცესი აღმოჩნდა. 2016 წლის არჩევნებისთვის ივანიშვილის პროგნოზით ქართული ოცნების ძირითად კონკურენტს 200 ათასიდან 150 ათას ადამიანამდე მხარდამჭერი ჰყავს. ივანიშვილის რიტორიკაში, ჩვეულ შეურიგებელ ტონთან ერთად, კორექტული გამონათქვამებიც გაისმა: „ნაციონალური მოძრაობის წევრებიც ჩვენი თანამოქალაქეები არიან და ჩვენ ვალი გვაქვს მათზეც ვიზრუნოთ. ხალხო, უამრავი მეთოდიკა არსებობს... კაცისმკვლელების რეაბილიტაციასაც ცდილობენ, რომ საზოგადოების წევრებად აქციონ. ნაციონალური მოძრაობა – ეს გუნდია, საზოგადოების ნაწილია და ნუ გექნებათ განცდა, რომ ჩვენ ისინი ან უნდა განვდევნოთ, ან ჩავქოლოთ, ან რაიმე უბედურება დავმართოთ. ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ ნორმალური თანაცხოვრება შეძლონ, კანონის უზენაესობა აღიარონ“...

კითხვაზე საქართველოში სოციალური მდგომარეობის სიმძიმის შესახებ, ივანიშვილმა განაცხადა, რომ სოციალური ფონი იმდენად მძიმეა, სოციალურ შემწეობას შესაძლოა საერთო მოსახლეობის მხოლოდ ერთი პროცენტი არ საჭიროებდესო.

ამერიკის ხმის კითხვაზე რუსული ლობის გაზრდის თაობაზე შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონის სოფლებში, ივანიშვილი ასე პასუხობს: „მე პირველად მესმის ასეთი ლობიზმის შესახებ და არ ვიცი, კიდევ დავინტერესდები. მართლა გაზრდილია აქ რუსული ლობი?“

რაც შეეხება მის დამოკიდებულებას კანონზე თავისუფლების ქარტიის შესახებ, იქცევა თუ არა ქართული ოცნება მისი იმპლემენტაციის ინიციატორი პარლამენტში მომავალ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ივანიშვილი ერთის მხრივ ამბობს, რომ დიახ, ჩვენ უნდა ვიაროთ დასავლური გზით, მეორეს მხრივ კი სტალინის კულტის არსებობას თანამედროვე საქართველოში ახსნას უძებნის:

„ჩემი პირადი დამოკიდებულება სტალინის შესახებ თქვენ თუ გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ზოგადად იდეაზე, ბრძოლის მეთოდებზე, საერთოდ არ შეიძლება არავითარი აქცენტის გაკეთება, ერთი ადამიანის სიცოცხლედ არ ღირს ნებისმიერი იდეა. ამას არ უნდა შეეწიროს ამდენი ხალხი. საუბარიც კი ზედმეტია, როგორი მეთოდებით ცდილობდა მაშინდელი ხელისუფლება, სტალინის ხელმძღვანელობით ამის განხორციელებას. საუბედუროდ, სოციალიზმიმის, კომუნიზმის იდეა იყო მცდარი და ამას ეწირებოდა ამდენი ხალხი ასეთი მეთოდებით და ესაა შეფასება... ადამიანს საკუთრების უფლებას ართმევდნენ. თანაც ისეთი საშინელი მეთოდებით, როგორიც მათ ჰქონდათ, კარგი იდეაც კი არ ღირს ბრძოლად.

„მე ცუდად ვიცი კანონი თავისუფლების ქარტიის შესახებ, მაგრამ რა თქმა უნდა იქნება ესა. ჩვენ მივდივართ, მალე უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. მე მახსოვს, ჩემი როლი ანტიდისკრიმინაციულ კანონზე იყო ძალიან დიდი, მიუხედავად იმისა, რომ აღარ ვიყავი პოლიტიკაში. ძალიან დავეხმარე საკუთარ გუნდს. ჩვენ თუ გვინდა ევროპულობა, ადამიანის თავისუფლებასათან რაცაა და ადამიანის უფლებასთან ევროპული, ეს ყველაფერი უნდა გავითავისოთ... ჩვენ ვართ წარმოშობით ევროპელები და ჩვენს ადგილს დავისაკუთრებთ განვითარებული ევროპული ქვეყნების გვერდით, ამიტომ ასეთ კითხვებზე კანონზე, რომელიც მე ცუდად ვიცი, რა გითხრათ. ქართულ ოცნებას აქვს სტრატეგია, მკვეთრად არჩეული, ყველა წევრი ამას გამოხატავს, ამიტომ ამ კანონის არცოდნით არაფერი არ იცვლება.

ბიძინა ივანიშვილმა ამ საკითხზე საკუთარი დამოკიდებულების კორექცია სარეკლამო ჭრის შემდგომ მოახდინა:

„ამერიკის ხმასთან მთელი შესვენების განმავლობაში ვაგრძელებდით პოლემიკას. რა თქმა უნდა, აზრებში ჩვენ ვემთხვევით ერთმანეთს და დამოკიდებულებაც ერთი გვაქვს, მაგრამ გავიხსენეთ ჩვენ აქაური საზოგადოება, ვისაც ძალიან უყვარს და გულწრფელად უყვარსსტალინი. ეს ხალხი მასში ხედავს ფაშიზმის დამარცხების სიმბოლოს. აქაურმა კაცმა რომ ეს მოახერხა, ეს, ამის გამო. შემიძლია ანეგდოტიც მოგიყვეთ ამ საკითხზე... ადგილობრივებს რომ სიამაყე აქვთ იმით, რომ სტალინი ამავდროულად მოვლენილია, როგორც ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლო და სიამაყე აქვთ, ამას ნუ წავართმევთ და ნუ გავაღიზიანებთ.“

შეხვედრის საინტერესო ნაწილი გახლდათ ქართული ოცნების მიერ ბანკი „ქართუსგან“ მილიონი ლარის სესხების თემა: „მთავარია, კანონი არ დაიღვეს, ეჭვის საფუძველი არ გაჩნდეს, რომ მმართველი პარტია სარგებლობს დამატებითი პრივილეგიით. იუმორითაც შეიძლება ვთქვათ, რომ გაუჭირდათ და ისესხეს. დაბალანსებული კამპანია მიდის. თქვენი კითხვაც ამას მეტყველებს, რომ გამოვიდა მმართველი პარტია, ფულს სესხულობს ბანკიდან და ჟურნალისტი მეკითხება, ხომ არაა ამაში კანონდარღევა. და კარგია ეს კითხვა, თქვენს კითხვაშივეა სიდიადე ამ ყველაფრის“.

ყოფილი პრემიერი რეგიონული ტურნეს ფარგლებში მომავალ კვირას მეათე შეხვედრას გამართავს ჟურნალისტებთან.

XS
SM
MD
LG