ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების მთავრობა უკრაინას ეკონომიკის, პოლიტიკის და ენერგო-რეფორმების სტიმულირებისთვის დამატებით 220 მილიონ დოლარს პირდება. ამის შესახებ ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ ვოლოდიმირ გროსმანთან ოთხშაბათს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ვიცე-პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის ამბიციური რეფორმების განხორციელების მცდელობების ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა და მიულოცა მას პირველი ორი თვის მანძილზე გადადგმული გაბედული ნაბიჯები“ - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გაკეთებულ განცხადებაში. ბაიდენი ასევე დაპირდა გროსმანს, რომ რუსეთზე დაწესებული სანქციები ჯერჯერობით არ მოიხსნება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG