ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ადასტურებს, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს ნატოს პრინციპების ერთგულებას და დაიცავს ბალტიისპირეთის ქვეყნებს მეზობელი რუსეთის აგრესიისგან.

ეს განცხადება ვიცე-პრეზიდენტმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენ შევასრულებთ ჩვენს პირობას და ვრჩებით ნატოს მეხუთე მუხლის ერთგულები. ჩვენ არ გადავუხვევთ გზას, რისი პირობაც უკვე დავდეთ,“ განაცხადა ბაიდენმა.

პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის დონალდ ტრამპის მიერ ნატოს შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას ბაიდენმა ტრამპის მიდგომა უარყო და თქვა, რომ ალიანსის პრინციპებზე და კოლექტიურ თავდაცვაზე შეერთებულ შტატებში ორპარტიული თანხმობა არსებობს.

„ჩვენ 100 პროცენტით ვრჩებით ნატოს პრინციპების, განსაკუთრებით კი მეხუთე მუხლის ერთგულები,“ დასძინა ბაიდენმა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG