ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერეზა მეი ბრექსიტის პროცესს ჯერ ვერ დაიწყებს


ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს წევრები

დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა დადგენილება (8 ხმით 3-ის წინააღმდეგ), რომლის მიხედვითაც, ევროპის კავშირის დატოვების გადაწყვეტილება, ე.წ. ბრექსიტი, ჯერ ქვეყნის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ამის შესახებ განცხადება დღეს უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტმა დევიდ ნიუბერგერმა გააკეთა. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის კაბინეტი ბრექსიტით გათვალისწინებულ პროცედურებს, პარლამენტის თანხმობის მიღებამდე, ვერ დაიწყებს.

უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ევროკავშირიდან გასვლა არა პოლიტიკური, არამედ იურიდიული ხასიათისაა და რომ პროცედურა მთელ რიგ საკანონმდებლო ცვლილებებს გულისხმობს, რაც დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დამტკიცების გარეშე არ უნდა მოხდეს. რამდენიმე ხნით ადრე, პრემიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ევროპის კავშირის დატოვების პროცესი მარტამდე დაიწყებოდა.

XS
SM
MD
LG