ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონელი ჟურნალისტი დაკავებულია


ლუკაშენკომ დღეს საპრეზიდენტო ფიცი დადო
ლუკაშენკომ დღეს საპრეზიდენტო ფიცი დადო

პოლონეთმა ბელარუსისგან ჟურნალისტის გათავისუფლება მოითხოვა

ბელარუსში პოლონეთის ყოველდღიური პოპულარული გაზეთის "გაზეტა ვიბორშჩა"-ს რეპორტიორი პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ცილისწამების ბრალდებით დაკავეს.

ვარშავამ ჟურნალისტის სასწრაფო გათავისუფლება მოითხოვა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსის ელჩი გამოიძახა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინსიტრომ ბელარუსი ინციდენტის გამო დაადანაშაულა და მოუწოდა მომავალში
თვითიზოლაციისკენ მიმავალი ნაბიჯებისგან თავი შეიკავოს, რათა თავიდან აიცილოს ურთიერთობების გაუარესება დასავლეთთან და შესაძლო დამატებითი სანქციები.

პოლონელი ჟურნალისტი ანდრეი პოსზობუტი ბელარუსმა სამართალდამცავებმა ბელარუსის ქალაქ გროდნოში ხუთშაბათს დააკავეს.

XS
SM
MD
LG