ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსში მიტინგის სასტიკი დარბევიდან ერთი წელი გავიდა


დეკემბერში ერთი წელი სრულდება მას შემდეგ რაც ბელარუსის მთავრობამ ძალისმიერი მეთოდებით სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ გაილაშქრა.

2010 წლის 19 დეკემბერს, ოცდაათიათასამდე დემონსტრანტი მინსკის ცენტრში დამოუკიდებლობის მოედანზე გამოვიდა და პრეზიდენტ ალექსანდერ ლუკაშენკოს არჩევნების გაყალბება გაასაჩივრა. სამთავრობო ძალებმა დემონსტრაციის დაშლის შემდეგ 700 ადამიანი დააკავეს. რამდენიმე ათასს კი სასტიკად სცემეს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ბელარუსის მთავრობა მშვიდობიან დემონსტრანტებს აკავებდა, არბევდა მშვიდობიან საპროტესტო აქციებს და დამოუკიდებელ პრესას ახშობდა. ბელარუსიდან ვრცელდებოდა ინფორმაციაც პატიმრების არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ. მათი გარკვეული რაოდენობა ხელისუფლებამ გაათავისუფლა. მაგრამ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაბრუნებას ითხოვს, მათ შორის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატების ანდრეი სანიკაუსა და მიკალაი სთათკევიჩის გათავისუფლებას. სანიკაუს 5, სთათკევიჩს კი 6 წლით აქვთ მისჯილი თავისუფლების აღკვეთა. სანიკაუ, ამასთან საპატიმროში სრულ იზოლაციაში მოქცეული. მას არ ჰყავს ადვოკატი და ეკრძალება ოჯახთან შეხვედრა. ის გამუდმებით სხვადასხვა ციხეში გადაჰყავთ. პატიმარს აწამებენ, და არადაამიანურად ეპყრობიან. ვაშინგტონი ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატების გვერდით, ადამიანის უფლებების დაცვის აქტივისტის ალეს ბაილიათსკკის გათავისუფლებასაც ითხოვს. ნოემბერში მას რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს გადასახადების თავიდან აცილების ბრალდებით.

ამერიკა და ევროკავშირი შეშფოთებული არიან ბელარუსის ახალი კანონმდებლობითაც, რომელიც მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს-შეკრების, ასოციაციისა და გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს. ზაფხულში, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ სამი ან მეტი ადამიანის თავშეყრა აკრძალა საზოგადოებრივ ადგილებში. საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელარუსი პოლიტიკოსებისა და ოფიციალური პირების ქონებას დაადო ყადაღა და მათი შესვლა აკრძალა ევროკავშირის ქვეყნებში.

ამ ფონზე, ბელარუსის ათ მილიონიანი მოსახლეობა მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაშია. ვალუტის გაუფასურების შედეგად მოქალაქეების შემოსავალი განახევრდა. შედეგად, ეკონომისტებს მიაჩნიათ რომ მომავალ წელს ინფლაცია 120 პროცენტს მიღწევს.

ბელარუსის ურთიერთობების გაუმჯობესება ამერიკასა და ევროკავშირთან ოფიციალური მინსკის ქმებებზე იქნება დამოკიდებული. თუკი ეს ქვეყანა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს და დაიცავს კანონის უზენაესობის პრინციპებს, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ბელარუსს დახმარებას აღმოუჩენს სამომავლო დემოკრატიზაციის გზაზე.

XS
SM
MD
LG