ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის კონგრესი სავარაუდოდ უფრო მრავალფეროვანი იქნება


ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ 8 ნოემბრის არჩევნების შემდეგ ამერიკელ კანონმდებელთა რიგებში ქალები და სხვა უმცირესობები გაცილებით უკეთ იქნებიან წარმოდგენილი. თუმცა, საუკეთესო შედეგის შემთხვევაშიც კი, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო შეერთებულ შტატებში მიმდინარე დემოგრაფიულ ცვლილებებს სათანადოდ ვერ ასახავს.

შეერთებული შტატების კონგრესი ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. კანონმდებელთა უმრავლესობას უფრო თეთრკანიანები და მამაკაცები შეადგენენ. ქალებმა შესაძლოა სენატში დამატებით 22 ადგილი მოიპოვონ, წარმომადგენელთა პალატაში კი - ხუთამდე. „პიუს კვლევითი ცენტრის“ ანალიზის მიხედვით, დღეს კონგრესის ყოველი მეხუთე წევრი რასობრივ, ან ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG